თურქეთი

ერდოღანი: არ დავნებდებით მათ, ვინც პარტნიორივით იქცევა, თუმცა სამიზნედ გვაქცევს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ თურქეთი ეკონომიკურ ზეწოლას არ შეუშინდება:

"დღეს ზოგიერთი ცდილობს შეგვაშინოს ეკონომიკურად, პროცენტებით, სავალუტო კურსით, ინვესტიციით და ინფლაციით. ჩვენ ვეუბნებით მათ: ჩვენ ნანახი გვაქვს თქვენი თამაშები და ჩვენ გამოწვევების არ გვეშინია." "ჩვენ არ დავნებდით და არ დავნებდებით მათ, ვინც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორივით იქცევა, თუმცა სტრატეგიულ სამიზედ გვაქცევს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ლირა კვლავ გაუფასურდა. სავალუტო კრიზისის ესკალაცია ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პასტორ ენდრიუ ბრანსონის დაკავებასთან კავშირის გამო თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის თქმით, თუ თურქეთი დაკავებულ ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს, აშშ-ს დამატებითი სანქციები მზად აქვს.

ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები