კევინ სპეისი

კევინ სპეისის ახალმა ფილმმა აშშ-ში გახსნის დღეს მხოლოდ 126$ გამოიმუშავა

0 კომენტარი
კევინ სპეისი ფოტო: WireImage

მას შემდეგ, რაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მისი მონაწილეობით პირველი ფილმი გამოვიდა. "მილიარდერი ბიჭების კლუბმა" აშშ-ის 10 კინოთეატრში გამოსვლის პირველ დღეს მხოლოდ 13 ბილეთის გაყიდვა მოახერხა და 126 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

მიუხედავად იმისა, რომ სპეისის გარდა ფილმში ისეთი ცნობილი მსახიობები თამაშობენ, როგორებიც არიან ანსელ ელგორტი, ტარონ ეგერტონი, ემა რობერტსი და ჯერემი ირვინი, ვარაუდობენ, რომ კვირის მანძილზე ფილმი მხოლოდ 1,000 აშშ დოლარის ბილეთების გაყიდვას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ჰარვი ვაინშტაინის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ სექსუალურ შევიწროვებაში და გაუპატიურების მცდელობაში კევინ სპეისიც დაადანაშაულეს. მსახიობმა ბრალდებები არ უარყო და თქვა, რომ გეია. იგი ამისთვის ფართოდ გააკრიტიკეს - სპეისი ბრლადებებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ სპეისი როგორც ფილმებიდან, ასევე სერიალებიდან ჩამოაშორეს და მასთან სამომავლო პროექტები გააუქმეს. ის არიზონაში, რეაბილიტაციის ცენტრში სექსზე დამოკიდებულების სამკურნალოდაც იმყოფებოდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები