კრიმინალი

ქარელში ჯარისკაცი მოკლეს

flickr

ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცი მეზობლის შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა, მაგრამ ამ დროისთვის დაკავებული არ არის, რადგან მისი მონათხრობი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ სამხედრო მოსამსახურე უქმეებზე თავის სოფელში, ოჯახთან იმყოფებოდა.

კომენტარები