საბავშვო ბაღები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დღეიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბუთების მიღების პროცესი 7 სექტემბრამდე გაგრძელდება და დამატებითი რეგისტრაციისთვის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 7900 ადგილს დაამატებს.

უწყებაში ამბობენ, რომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება:

  1. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;
  2. დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);
  3. ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;
  4. სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);
  5. იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;
  6. სხვა დანარჩენი განცხადებები.

რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ:

  • ბავშვის დაბადების მოწმობა;
  • რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება (ასევე, არასრუწლოვნის რეგისტრაციის ბარათი);
  • სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის;
  • ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ;
  • თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები