ტერორიზმი

კატალონიაში პოლიციის შენობაზე ტერორისტული თავდასხმისას ერთი მამაკაცი მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

კატალონიაში, ბარსელონასთან ახლოს პოლიციის შენობას დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს.

მას პოლიციამ ცეცხლის გაუხსნა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიცია მომხდარს ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაციას ანიჭებს. გავრცელებული ცნობით თავდამსხმელი 29 წლის მამაკაცი წარმოშობით ალჟირიდანაა და პოლიციის შენობაში შესვლამდე დაიყვირა "ალაჰი უდიდესია".

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 17 აგვისტოს ბარსელონაში ტერორისტულ თავდასხმას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები