საგარეო ვაჭრობა

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი

Reuters

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, ქართული ექსპორტი 28%-ით გაიზარდა და ის $1.8 მილიარდს შეადგენს. ამასთანავე, 22.9%-ით გაიზარდა იმპორტი, წლის პირველ ნახევარში საქართველომ უცხოეთიდან $5.2 მილიარდის ღირებულების პროდუქცია შეიძინა.

2018 წლის იანვარ-ივლისში ევროკავშირის წილმა საქართველოს ექსპორტში 22.3% შეადგინა და ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 20.2%-ით. ქვეყნების მიხედვით, ექსპორტის ყველაზე მაღალი - 137%-იანი ზრდა აზერბაიჯანთანაა, შედეგად ექსპორტის ზომამ $251 მილიონს გადააჭარბა. 

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

1) სპილენძის მადნები - $278 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%


ფოტო: independent.co.uk

2) ფეროშენადნობები - $205 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%


ფოტო: Reuters

3) ავტომობილები (რეექსპორტი) - $203 მილიონი, ზრდა წინა წელთან 98%


ფოტო: flickr.com

4) ღვინოები - $105 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%


ფოტო: ozkv.net

5) მედიკამენტები - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2.7%


ფოტო: NHS

6) სპირტიანი სასმელები - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23%


ფოტო: vox.com

7) თამბაქოს ნაწარმი - $66 მილიონი, ზრდა წინა წელთან 700%


ფოტო: Reuters

8) მინერალური წყლები - $62 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%


ფოტო: flickr.com

9) აზოტოვანი სასუქები - $59 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%


ფოტო: hanyazilim.com

10) ოქრო - $45 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%


ფოტო: Andrey Rudakov / Reuters

 

 

კომენტარები