დემნა გვასალია

i-D: როგორ ცვლის დემნა გვასალია მსოფლიოს

0 კომენტარი

„მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან (WFP) ბალენსიაგას კოლაბორაციით, მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერი მიუძღვის რადიკალურ რევოლუციას ტანსაცმლისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში“ - წერს პოპულარული ბრიტანული მოდისა და ხელოვნების ჟურნალი i-D სტატიაში "როგორ ცვლის დემნა გვასალია მსოფლიოს".

სტატიაში, რომელიც დემნა გვასალიასთან ინტერვიუს მოიცავს, საუბარია Balenciaga-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექციაზე, სადაც, WFP -სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ამ ორგანიზაციის ლოგო მაისურებზე, ჰუდებზე, პერანგებზე, ჩანთებსა და ბეისბოლის კეპებზეა დატანილი. სერიის სლოგანია „ცხოვრების შეცვლა, სოცოცხლის გადარჩენა“.

„გულრწფელად მსურდა, გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც რაიმეს წაადგებოდა“ - ამბობს დემნა ინტერვიუში - „როდესაც მსოფლიო სასურსათო პროგრამას დავუკავშირდით, ისინი ცოტათი ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, მაგრამ ყველაფრის გაკეთება უნდათ, რაც რაიმეს ცვლის“.

თუმცა, კოლაბორაციას დემნა გვასალიასთვის კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აღმოაჩნდა, ვიდრე თავიდან წარმოიდგენდა. ის გაოცებული დარჩა, როცა შეიტყო, რომ დევნილობისას მასა და მის ოჯახს სწორედ მსოფლიო სასურსათო პროგრამა ეხმარებოდა.

„სასაცილოა, ეს მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, როცა მამაჩემს მოვუყევი. მან მითხრა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც ეხმარებოდა დევნილებს საქართველოში ომის შემდეგ!“ - ამბობს გვასალია - „მსოფლიო სასურსათო პროგრამა მკვებავდა, როდესაც 12 წლის ვიყავი და საცხოვრებელი ადგილი არ მქონდა. მათ მოქონდათ პური, მარცვლეული. ვერტმფრენებით მოჰქონდათ მთებში. მთელი ჩემი ამბავი ჰოლივუდურ ზღაპარს გავს, მაგრამ ის ნამდვილი იყო“.

 

ფოტო: i-d.vice.com

 

სტატიაში მოთხრობილია, რომ დემნა გვასალია სოხუმში 1993 წლის შემდეგ არ ყოფილა:

„მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი დიზიანერი მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა და ეთნიკურ წმენდას გაქცეოდა. დემნას ისტორია წარმოუდგენილია ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც დასავლეთის ქვეყნებში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, მაგრამ სწორედ ის აძლევს ფორმას მის შემოქმედებას, მათ შორის ამ კოლაბორაციას“.

ბალენსიაგამ WFP-ს 250 ათასი დოლარი შესწირა, ამავე ორგანიზაციას გადაერიცხება ამ სერიის თითოეული ტანისამოსის და აქსესუარის გაყიდვიდან მიღებული 10%.

„ვიგრძენი, რომ ამის გაკეთება სწორი იყო, რადგენ ვიცი, რამდენად გულწრფელია ეს პროექტი. ეს ყველაფერი პერსონალური უნდა იყოს, არ შეიძლება, სტრატეგიას ან ბრენდს უკავშირდებოდეს“, - ამბობს დემნა გვასალია.

 

 

სტატიაში Vetements-ის გაზაფხული/ზაფხული 19 კოლექციაზეცაა საუბარი. „ბევრმა არ იცის იმ კონკრეტული ომის შესახებ, საიდანაც მე მოვდივარ. მაგრამ ეს ომი იყო. არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ”, – ამბობს დემნა - „სახლში ჯდომა და გაბრაზება 2017 წლის საქმეა. ეს ძალიან მარტივია. ეს არ მუშაობს. როდესაც შეგვიძლია, მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე უბრალოდ სოციალურ მედიაში აზრის გამოთქმაა. მე მოქმედების მჯერა. დიდია ის თუ პატარა, ყველაფერი ითვლება“.

"ახალ თავს დემნას შემოქმედებაში ავთენტურობა და გულწრფელობა განსაზღვრავს: ,ამიერიდან, ყველა პროდუქტი, რასაც ვქმნი, უნდა გამოხატავდეს როგორც ჩემს ესთეტიკურ, ასევე ეთიკურ ღირებულებებს', - ამბობს დიზაინერი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები