უაქციზო სიგარეტი

უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა.

თბილისსა და ბათუმში, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლისაქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  ორი  ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი„HEETS“ ფირმის თამბაქოს  ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 1 618 კოლოფი
უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს აღემატება." - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები