რეკლამა

ვიდრე ზაფხული დასრულდება - აქტიური დასვენება საქართველოში

ვიდრე ზაფხული დასრულებდა, გირჩევთ და დაგეხმარებით, დედაქალაქის ხმაურს დააღწიოთ თავი და სასიამოვნო ემოციით დაიმუხტოთ. აქტიური დასვენება გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას უკეთ გაიცნო შენი ქვეყანა და ამავდროულად, თავი გამოსცადო ახალ აქტივობაში, - იქნება ეს პარაპლაიდინგი, კლდეზე ცოცვა, წყლის თხილამურები, კაიაკი თუ ჯომარდობა.

მაგრამ სად წავიდე?

საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალია, ყოველ მხარეში ერთი დაცული ტერიტორია მაინც არის, რომელიც ლაშქრობისა და კემპინგისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას გთავაზობთ. მეტიც, საქართველოში აქტიური დასვენება მხოლოდ ლაშქრობა არაა, ქვეყანაში არსებობს მრავალი ატრაქცია, რომელსაც თქვენთვის ადრენალინის მოგვრა შეუძლია.

მაგალითად, თუ არ გეშინიათ სიმაღლის, არ გაქვთ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და არც ხერხემალს უჩივით, შეგვიძლია “თოკების პარკში” გირჩიოთ დასვენება (ფშავი, სოფელი თვალივი).

მაინც, რითი გვხიბლავს თოკის პარკები?

ალბათ, მრავალფეროვნებით და ახალი შთაბეჭდილებებით...


თბილ დღეებში ერთი სიამოვნებაა სიმწვანეში ჩაფლულ ხეებს შორის სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა, მზის სხივების ქვეშ სიარული და “ბორჯომის“ დალევა, იმისთვის რომ დაიმუხტოთ ვულკანური ენერგიით. თუ ამინდმა არ გაგვიმართლა, მაშინ რომელიმე დიდ სავაჭრო ცენტრს შეიძლება მივაშუროთ, სადაც თოკის დახურული პარკია – სხვადასხვანაირი დონის ტრასით.

საკუთარი ძალების გამოცდის შესაძლებლობა…

მოქანავე კიბეებზე ასვლა, ვიწრო მილებში გაძრომა, მორზე წონასწორობის შენარჩუნება და ერთი მოქანავე დაფიდან მეორეზე გადასვლა, უსაფრთხოების ღვედზე დაკიდება და წამიერი შიშის გადალახვისას, მარშრუტის გაგრძელება – ეს ნამდვილად არ არის სუსტებისათვის. და რაოდენ სასიამოვნოა, მარშრუტის დასასრულს, როდესაც მუხლები ოდნავ გვიკანკალებს, იმის გაანალიზება, რომ იმავე გზას სიამოვნებით გავივლიდით კიდევ ერთხელ.

პარკი 7000კვ.მ ფართობზე, ჭალის ხეებზეა გადაჭიმული და ტრასების სიმაღლე 3-დან 6 მეტრამდეა. ჯერ მარტივი მარშრუტი შეგიძლია მოსინჯო, შემდეგ კი – რთული. სულ 4 ტრასაა, 2 მარტივი და 2-იც რთული. დაბრკოლებების რაოდენობა მარტივ ტრასებზე 16-ია, ხოლო რთულ ტრასებზე – 28.

მცირე ზომის თოკების პარკი თბილისის ზოოპარკშიცაა...

კლდეზე ცოცვა:

რა არის საჭირო კლდეზე ცოცვისთვის?

საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე კლდეზე ცოცვისთვის შესაბამისი გარემოს ნახვა რთული არაა. ნაკრძალების უმეტესობა კლდეზე ცოცვაში საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობას გაძლევენ.

კლდეზე ცოცვისათვის საჭიროა ძალა, ამტანობა და მოხერხებულობა. გამოცდილ კლდეზე მცოცავებს კარგად აქვთ განვითარებული ზურგისა და პრესის კუნთები. ასევე არიან მოქნილები, ძლიერი თითებით შეუძლიათ ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერდნენ, (ხშირად მოუხერხებელ პოზაშიც კი) და ძალების მობილიზება შეძლონ.

რასაკვირველია, ვარჯიში მწვრთნელთან ერთად ჯობია, თუმცა მარტოც მოახერხებთ. მოთელვა აუცილებელია, შემდეგ კი – სირთულეეები: ჩვეულებრივი და უკანა მხრიდან აჭიმვები, აზიდვები და „ფიცარი“. ჩაჯდომა (ჩემპიონებისათვის – „პისტოლეტი“ ერთ ფეხზე), პრესის გაკეთება და გაჭიმვა.


როგორ შევარჩიო დასვენების ადგილი და ფორმა?

ვებგვერდ active.borjomi.com-ით შეგიძლია შეარჩიო შენთვის საინტერესო ლოკაცია აქტიური დასვენებისთვის. მეტიც, ვებგვერდი საშუალებას გაძლევს მიიღო რჩევები კარგი პიკნიკის მოსაწყობად. ასევე, მიიღო სხვა რჩევები, თუ როგორ დაისვენო აქტიურად.

მიყევით ბმულებს და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია შემდეგი აქტივობების შესახებ:

„ბორჯომი“ ვებგვერდ www.active.borjomi.com-ის შექმნაზე რამდენიმე თვე მუშაობდა. განახლებადი ვებ-რესურსის შექმნის მიზანია, აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილების და აქტივობების პოპულარიზაცია, როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. ერთდროულად შესაძლებელია როგორც აქტიური დასვენების ფორმის არჩევა, ასევე ჯერ კიდევ უცნობი ადგილის გაცნობა. 

კომენტარები