ავღანეთი

ავღანეთში პრეზიდენტის სასახლეს და აშშ-ის საელჩოს რაკეტები ესროლეს

EPA

ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით პრეზიდენტ აშრაფ ღანის სატელევიზიო მიმართვისას თალიბანმა პრეზიდენტის სასახლეს 2 რაკეტა ესროლა.

პირველი რაკეტა სასახლესთან ახლოს ჩამოვარდა, ხოლო მეორე ქაბულში აშშ-ის საელჩოსა და ნატოს შტაბთან ახლოს. პოლიციის თქმით არავინ დაშავებულა.

რაკეტების აფეთქების ხმა პირდაპირ ეთერში ისმოდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოსახლეობას 'იდ ალ-ადჰას (ყურბან-ბაირამი) დღესასწაულს ულოცავდა.

პრეზიდენტმა მისალოცი სიტყვა შეწყვიტა და თქვა "თუ მათ ჰგონიათ, რომ სარაკეტო თავდასხმებით დაიმორჩილებენ ავღანელებს, ცდებიან."

სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები