მერკელის ვიზიტი

მერკელი საქართველოში ვიზიტისას პრემიერს, პრეზიდენტს და ოპოზიციის წევრებს შეხვდება

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში 23 აგვისტოს ჩამოდის. ოფიციალურ ვიზიტს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით დაიწყებს.

გერმანიის კანცლერს თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ჯერ პირისპირ შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ანგელა მერკელი 23 აგვისტოს შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსაც. ასევე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გაიმართება ოფიციალური სადილი საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სახელით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის პატივსაცემად.

ვიზიტის მეორე დღეს გერმანიის კანცლერი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება, ასევე სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს.

ანგელა მერკელთან ერთად, გერმანიის დელეგაციაში იქნებიან: სახელმწიფო მდივანი, სპიკერი შტეფენზაიბერტი, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი იან ჰეკერი, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი ლარს ჰენდრიკ როელერი, ევროპული პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები