UEFA

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები ცნობილია

uefa.com

UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები ოფიციალურად დაასახელა.

2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მისაღებად, სამი ფეხბურთელი იბრძოლებს

სამეულში მოხვდნენ: მადრიდის "რეალის" ყოფილი და ტურინის "იუვენტუსის" მოქმედი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო, "ლივერპულის" ფორვარდი მოჰამედ სალაჰი და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი.

გამოკითხვაში მონაწილეობას 2017/18 წლებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე კლუბის მწვრთნელები, 55 ჟურნალისტი და უეფას წევრი ასოციაციის წევრები მიიღებენ. 

გამარჯვებულები 30 აგვისტოს გამოვლინდებიან. ამავე დღეს, ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრაც გაიმართება.

კომენტარები