საგარეო ვაჭრობა

იმპორტი 23%-ით გაიზარდა - რა საქონელს ყიდულობს საქართველო უცხოეთიდან

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, იმპორტი $1 მილიარდით, ანუ 23%-ით არის გაზრდილი და $5.2 მილიარდს შეადგენს. მართალია პროცენტულად ექსპორტის ზრდა უფრო მაღალი იყო და 28%-ს შეადგენდა, თუმცა თანხობრივად, ექსპორტის ზრდა მხოლოდ $400 მილიონია. შედეგად საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის) $2.7 მილიარდიდან $3.3 მილიარდამდე გაიზარდა. 

იმპორტის ასეთ ზრდას საქართველოში ფულადი გზავნილების, ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდა აბალანსებს. 

წელს შეიმჩნევა ნავთობის, ავტომობილების, კომპიუტერების და სხვა საქონლის იმპორტის მაღალი ზრდა.

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო პროდუქტი

1) ნავთობპროდუქტები - $489 მილიონი, ზრდა წინა წელთან 37%


ფოტო: Reuters

2) ავტომობილები - $335 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%


ფოტო: flickr.com

3) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $217 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%


ფოტო: Reuters

4) მედიკამენტები - $191 მილიონი, კლება წინა წელთან 2%


ფოტო: getty

5) ბუნებრივი აირი - $170 მილიონი, უცვლელია


ფოტო: Reuters

6) მობილური ტელეფონები - $104 მილიონი, კლება წინა წელთან 4%


ფოტო: Getty Images

7) თამბაქოს ნაწარმი - $84 მილიონი, ზრდა წინა წელთან 110%


ფოტო: flickr.com

8) კომპიუტერები, სერვერები - $81 მილიონი, ზრდა წინა წელთან 71%


ფოტო: Reuters

8) აირტურბინები - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 831%

9) ხორბალი - $62 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%


ფოტო: mechanization.ge

 

კომენტარები