განათლება

განათლების მინისტრი IBSU-ს სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ის სტუდენტებს უნივერსიტეტის ფინანსურ დავალიანებაზე ესაუბრა. 

"სამწუხაროა, რომ სტუდენტების აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, შეხვედრას არ ესწრებოდნენ აბიტურიენტები, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ. შესაბამისად დისკუსიის საგანი არა მათთვის შეუფერხებელი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, არამედ შავი ზღვის უნივერსიტეტის ფინანსური დავალიანება გახდა."- წერია სამინისტროს განცხადებაში. 

განათლების მინისტრის თქმით, ავტორიზაციის საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. მისივე თქმით, აბიტურიენტებს უმტკივნეულოდ მიეცემათ მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვა, ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობა. 

შეხვედრიდან გამოსული სტუდენტები ამბობენ, რომ შეხვედრა უნაყოფო იყო და მათი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების საშუალება ჰქონდეს. 

კომენტარები