ავტოავარია

ბათუმში ავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა - დაშავდა ცხრა ადამიანი

metro.us

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო რვა დაშავებულს დაჟეჟილობა და მოტეხილობები აქვს.

წინასწარი ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები