დონალდ ტრამპი

ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა ფედერალებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და 8 ბრალდება აღიარა

bbc

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა მანჰეტენის სასამართლოს წინაშე რვა ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და ფედერალურ პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ BBC წერს. 

კოენი ეჭვმიტანილია გადასახადების გადახდისთვის თავის არიდებაში. ასევე აქტივების ფასის დამახინჯებაში, რომლის დაგირავებითაც მას მრავალმილიონიანი კრედიტები გამოჰქონდა.

კოენმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევები, საგადასახადო და საბანკო თაღლითობები აღიარა.

მედიის ცნობით, კოენმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მოქმედებდა.

ტრამპის ყოფილი ადვოკატის წინააღმდეგ ბრალდებები 65-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა კოენს იმედი აქვს, რომ პროკურორებთან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, მისი სასჯელი ხუთ წლამდე შემცირდება. შეთანხმების დეტალები უცნობია. მედია წერს, რომ ის შეიძლება კოენს სხვა საქმეებზე თანამშრომლობასაც ავალდებულებდეს. მაგალითად, პროკურორ რობერტ მიულერისთვის ჩვენების მიცემას ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე.

კოენის მიერ ბრალდებების აღიარებაზე, დონალდ ტრამპს კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები