ჰარვი ვაინშტაინი

ვაინშტაინი გაუპატიურებაში კიდევ ერთმა მსახიობმა დაადანაშაულა

ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ვაინშტაინს ბრალდება გერმანელმა მსახიობმა ემა ლომანმა წაუყენა. მსახიობის თქმით, პროდიუსერმა ის 2006 წელს კანში გააუპატიურა, სადაც ვაინშტაინის მიწვევით იყო ჩასული.

ლომანი ამბობს, რომ ვაინშტეინმა ის სასტუმროს ნომერში შეიტყუა, ძალა იხმარა და დაემუქრა, რომ ამბის გასაჯაროების შემთხვევაში კარიერას დაუნგრევდა.

ჰარვი ვაინშტაინი 70-მდე მსახიობმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, 5-მა ქალმა კი გაუპატიურებაში.

პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.

კომენტარები