ესტონეთი

დღეს ესტონეთში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება [ვიდეო]

Youtube

23 აგვისტოს, ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება.

კომპლექსი დაახლოებით 30,000 კვადრატულ მეტრს იკავებს და მემორიალის გარდა ხეხილის ბაღსაც მოიცავს.

მემორიალის კედლებზე 24,000-მდე ადამიანის სახელია ამოტვიფრული, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმს ემსხვერპლნენ. მათი ნაწილი სამშობლოსგან შორს დაიღუპა და მათი საფლავები ამ დრომდე უცნობია.

გახსნას ქვეყნის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდიც დაესწრება.

მემორიალის გახსნის შემდეგ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია კომუნისტური რეჟიმის დანაშაულების შესახებ.

კომენტარები