საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ადამიანის უფლებათა 5 აქტივისტს სიკვდილით დასჯა ემუქრება

Kingdom Tower საუდის არაბეთში
mrwallpaper.com

საუდის არაბეთში ადამიანის უფლებათა 5 აქტივისტს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ერთ-ერთი მათგანი ქალია, და იმ შემთხვევაში, თუ მას სასჯელის უმაღლეს ზომას მიუსჯიან, ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, ვისაც სიკვდილით დასჯა ამ მიზეზით გასამართლების შემდეგ მიესაჯა.

Human Rights Watch-ის მიხედვით შიიტი აქტივისტი ქალი და მისი მეუღლე 2015 წელს ტერორიზმში დაადანაშაულეს, თუმცა ისინი მხოლოდ მშვიდობიან აქტივიზმში იყვნენ ჩართული და ძალადობრივ ქმედებებში არ არიან შემჩნეული.

დაკავებულებს ბრალად ედებათ პროტესტში მონაწილეობა, რეჟიმის საწინააღმდეგო მოწოდებები, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობა, პროტესტის გადაღება და სოციალურ მედიაში გავრცელება.

სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კანადის მიერ საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დამცველი დაპატიმრების კრიტიკის გამო ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, კანადის ელჩი გააძევა, ხოლო საკუთარი ელჩი უკან გამოიწვია.

საუდის არაბეთში სიკვდილით ისჯება ტერორიზმი, მკვლელობა, გაუპატიურება, შეიარაღებული ძარცვა და ნარკო ტრეფიკინგი.

გაერო-ს წარმომადგენლების თქმით საუდის არაბეთი ანტი-ტერორისტულ კანონებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.

კომენტარები