ნარკოტრეფიკი

არიზონაში, KFC-ს ყოფილ შენობაში მექსიკასთან დამაკავშირებელი გვირაბი აღმოაჩინეს

HOMELAND SECURITY INVESTIGATIONS

აშშ-ში, არიზონას შტატში, რესტორნების ქსელ KFC-ს ყოფილ შენობაში მექსიკასთან დამაკავშირებელი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც ნარკოტიკების აშშ-ში შესატანად გამოიყენებოდა. გვირაბის სიგრძე 180 მეტრია.


ფოტო: HOMELAND SECURITY INVESTIGATIONS

პოლიციის მიხედვით შენობის მეპატრონე საგზაო შემოწმებისათვის გააჩერეს და მანქანაში 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ამის შემდეგ პოლიციამ მისი სახლი და KFC-ს ყოფილი შენობა გაჩხრიკა და გვირაბი აღმოაჩინა.

კომენტარები