ელექტრო მანქანები

Kalashnikov-ი ახალი ელექტრომობილით Tesla-სთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს

AFP

რუსული კომპანია Kalashnikov-ი ელექტრომობილის წარმოებას აპირებს, რომელიც, მათი თქმით Tesla-ს გაუწევს კონკურენციას.

პროტოტიპი CV-1, რომელსაც ძველებური დიზაინის აქვს, მოსკოვში წარადგინეს.

კომპანიის თქმით, უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი "სუპერქარი" ისეთი კომპანიების მანქანებს უტოლდება, როგორიც Tesla-ა.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მანქანის გაუმჯობესებული ვერსია ერთი დამუხტვით 350 კილომეტრის დაფარვას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა კომპანიამ, Kalashnikov-მა რობოტი სახელად Igorek-იც შექმნა.

რობოტი 3.96 მეტრი სიმაღლისაა და 4.5 ტონას იწონის. კომპანიის თქმით ის საინჟინრო სამუშაოების და საბრძოლო ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ამჟამად ფუნქციური არაა.

რობოტის სურათებს სოციალურ მედიაში დაცინვა მოჰყვა.

კომენტარები