ვითარება საავტომობილო გზებზე

25 აგვისტოდან ვახუშტის ხიდიდან ვეფხისა და მოყმის ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია
თბილისის მერია

ხვალიდან, 25 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან ვახუშტის ხიდიდან "ვეფხის და მოყმის" ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერია ამის მიზეზად მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების ასახელებს. უწყების ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება.

რაც შეეხება სამუშაოებს, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება. სამუშაოები 27 აგვისტოს დილის 08:00 საათისთვის დასრულდება.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები