ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 27 აგვისტომდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 – 27 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33, შავი ზღვის სანაპირო რაინებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

ქ. თბილისში შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები