საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მაშველებმა მწვერვალ უშბადან ორი გვამი ჩამოასვენეს

facebook.com/EmergencyManagementService/photos

მესტიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მწვერვალ უშბადან დაუდგენელი ვინაობის ორი პიროვნების გვამი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს.

​შეტყობინება მყვინვარწვერზე აღმოჩენილი ორი გვამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 23 აგვისტოს შევიდა.

უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მთაში დაკარგული ან ჩარჩენილი პიროვნებების შესახებ შეტყობინება არ შესულა. შესაბამისად, მთაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

კომენტარები