Echowaves Festival

Echowaves-ის ადმინისტრაცია: ვთანამშრომლობთ უწყებებთან ტრაგედიის მიზეზის დასადგენად

ანაკლიაში, Echowaves ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. ფესტივალის ორგანიზატორები მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და დამსწრეებს მოუწოდებენ, რომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს.

"Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს.
Echowaves Festival-ი თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართეთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს, ან SAFEWAVES-ისა და „მანდალას“ მოხალისეებს." - წერია განცხადებაში. 

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე დღეს გარდაიცვალა. ახალგაზარდა მამაკაცი ცუდად ფესტივალის ტერიტორიაზე გახდა და მაშინ გარდაიცვალა როცა საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

კომენტარები