ჯონ მაკკეინი

მაკკეინი 2008 წელს: ობამა ღირსეული კაცია, განსხვავებული აზრების გამო კი კამპანია ტარდება

PopCulture.com

2008 წელს სენატორი ჯონ მაკკეინი ბარაკ ობამას წინააღმდეგ პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. რესპუბლიკელი მაკკეინის და დემოკრატი ობამას ხედვა მრავალი საკითხის მიმართ ფუნდამენტურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთს პატივისცემით მოიხსენიებდა. 

მხარდამჭერებთან შეხვედრისას ჯონ მაკკეინს ერთ-ერთმა ამომრჩეველმა უთხრა, რომ მას არ შეუძლია ენდოს ბარაკ ობამას, იმიტომ რომ ის არაბია. 

სენატორმა მას მიკროფონი გამოართვა და თქვა: 

"არა, მემ, არა, ასე არ არის. ობამა ღირსეული ადამიანი, მოქალაქე და მეოჯახეა. ჩვენ ფუნდამეტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და ეს კამპანიაც სწორედ ამ განსხვავებების გამო მიმდინარეობს". 

საქართველოს მეგობარი, სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ​

2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომადაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

რამდენიმე დღის წინ მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა. 

ამერიკელი სენატორი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონასშტატს წარმოადგენდა. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევმებში იყარა კენჭი, თუმცა, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მაკკეინი ბოლო დრომდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და მუდმივად აკრიტიკებდა დოლანდ ტრამპის პოლიტიკას. 

მაკკეინი საქართველოს მეგობარი იყო. ის მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო საზოგადოებაში და ამასთან რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

2017 წლის 1-2 იანვარს ის საქართველოშიც ჩამოვიდა. მაშინ მაკკეინმა თქვა, რომ "ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და დამოუკიდებელი გახდება". 

მაკკეინი საქართველოს მხარდაჭერას 2008 წელს, რუსეთის თავდასხმის დროსაც გამოხატავდა. 

"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ", - თქვა მან 2008 წლის 12 აგვისტოს. 

კომენტარები