იმღერეთ ისე, რომ ჩესტერმა გაიგოს - Linkin Park-ის წევრი რიდინგის ფესტივალზე [VIDEO]

იმღერეთ ისე, რომ ჩესტერმა გაიგოს - Linkin Park-ის წევრმა, მაიკ შინოდამ რიდინგის ფესტივალზე გამოსვლისას მსმენელებს სთხოვა, რაც შეიძლება ხმამაღლა ემღერათ. მან თავისი მეგობრის, ჯგუფის სოლისტის, ჩესტერ ბენინგტონის ხსოვნას პატივი ასე მიაგო. 

Linkin Park-ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2017 წლის 20 ივლისს დაასრულა.

ჩესტერ ბენინგტონს ორი ქორწინებიდან ექვსი შვილი ჰყავდა.

მომღერალი წლების განმავლობაში იყო დამოკიდებული ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე. ერთერთი ინტერვიუსას მან თქვა, რომ ერთხელ სუიციდი სცადა, რადგან პატარაობისას უფროსმა მამაკაცმა გააუპატიურა.

ჩესტერი ძალიან ახლოს იყო კრის კორნელთან, რომელმაც ასევე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 2017 წლის მაისში. დღეს კი, კორნელის 53-ე დაბადების დღე უნდა ყოფილიყო. კორნელის სუიციდის დღეს, ჩესტერმა მას ღია წერილი დაუწერა.

ჩესტერ ბენინგტონი 41 წლის იყო.

კომენტარები