საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: 8 კგ ვერცხლისა და 480 გრამი ოქროს კონტრაბანდა გამოვავლინეთ

0 კომენტარი
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

საქმე ეხება სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის გადმოტანას.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული 232 გრამი ოქროს ნაკეთობები.

ხოლო ორ შემთხვევაში, მოქალაქეები არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების მალულად  შემოტანას ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით და ხელბარგში არსებული სამალავის გამოყენებით ცდილობდნენ", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 8 კგ-მდე ვერცხლისა და 480 გრ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები