ჯონ მაკკეინის გარდაცვალება

სააკაშვილი მარგველაშვილს მოუწოდებს, პრეზიდენტის სასახლეზე დროშა ნახევრად დაუშვას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო პრეზიდენტის სასახლეზე დროშა ნახევრად დაუშვას. 

"მოვუწოდებ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეზე ნახევრად დაუშვას დროშა ,როგორც ამას ხსოვნის ტრადიცია მოითხოვს, ,საქართველოს ეროვნული გმირის ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად",- წერს სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე. 

ამერიკის სენატორი ჯონ მაკკეინი 26 აგვისტოს, 81 წლის ასაკში, გარდაიცვალა. 

2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომადაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა. 

კომენტარები