სირია-ირანი

ირანული მედია: ირანმა და სირიამ სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ამირ ჰატამი და ბაშარ ალ-ასადი
Reuters

ირანის თავდაცვის მინისტრი, ამირ ჰატამი დამასკოში ბაშარ ალ-ასადს და სირიელ კოლეგას შეხვდა. მათ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ჰატამის დამასკოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

"ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძლიერი და სტაბილურია." თქვა ასადმა ირანის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე.

"არა მარტო რეგიონის მაცხოვრებლები, მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ვალშია იმ ბრძოლების გამო, რაც სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებს." თქვა ჰატამიმ და იმედი გამოთქვა, რომ სირია მალე "გათავისუფლდება" და სირიელები შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. მისივე თქმით ირანს შეუძლია სირიას სამხედრო არსენალითაც დაეხმაროს და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის რეკონსტრუქციაში.

ირანის ძალები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. ირანის სამხედრო ძალები წარმომადგენლების თქმით ისინი სირაში ასადის მთავრობის მიწვევით არიან და ჯერ-ჯერობით ქვეყნის დატოვებას არ გეგმავენ. 2012 წლის შემდეგ სირიაში ათასზე მეტი ირანელი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები