ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულიას ყოფილმა ბუღალტერმა კალათბურთელის 800 ათასი დოლარი მიითვისა

US Embassy

აშშ-ში  ზაზა ფაჩულიასა და მისი მეუღლის ყოფილი ბუღალტერი თაღლითობის გამო დააკავეს. რენდი დი უსოუმ კალათბურთელის სახელით 800 ათასი დოლარი მიითვისა. ამის შესახებ Journal Sentinel წერს.

უსოუს კომპანია Randy Usow Accounting-ის ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. ბუღალტერი ფაჩულიას საქმეებს 2004 წლიდან აწარმოებდა კალათბურთელის ოჯახის სახელით ფინანსურ ოპერაციებს და ოფიციალური  ხელფასის გარდა, ფარულადაც იღებდა შემოსავალს.

2014 წელს უსოუმ თითქმის 464 ათასი დოლარი მიითვისა. მოპარული თანხა ბუღალტერმა თავის და ზაზა ფაჩულიას სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხა, რომელზეც ფაჩულიას ინფორმაცია არ ჰქონდა. რადგან საბუთებში რეალური შემოსავალი 164 ათასი დოლარი იყო მითითებული, დანარჩენს კი რენდი თავის ანგარიშზე რიცხავდა. 

2 წლის წინ, ზაზა ფაჩულიამ უსოუს სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ბუღალტერმა დაარწმუნა, რომ ვითარებას გამოასწორებდა.

62 წლის ქალბატონს ბრალი ორი მუხლით წარედგინა - სახელმწიფო ქონების მითვისება და პირადი ინფორმაციის მოპარვა. პირველი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის ჯარიმას, მეორე კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უსოუმ აღიარა დანაშაული. საპროცესო გარიგების თანახმად, მას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და 618.45 დოლარის გადახდა დაეკისრა.

კომენტარები