თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 29 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), ჭედიას, შუშის, ტაძრის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, თემქის დასახლების III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ავშნის, ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის და ხუდადოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაბაძის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზმაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, აბაშიძის და რადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფერმწერთა და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელს სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, სერგო წულაძის, შალვა დოლიძის, გუდარეხის, ნინიძის, დიდგორის, სახალხოს, ლერწმის, ხევის, ჩარხის, დოდაშვილის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის, მეველეს, სამგორის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონისძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები