დონალდ ტრამპი

ტრამპი: Google-ის საძიებო სისტემა სპეციალურად აჩვენებს ჩემზე ცუდ ამბებს

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ Google-ის საძიებო სისტემა განზრახ ბლოკავს მის შესახებ კარგ ინფორმაციას და მხოლოდ ნეგატიურ ამბებს აჩვენებს:

"გუგლის ძებნის შედეგები "ტრამპის ახალი ამბები"-სთვის მხოლოდ ყალბი მედიის სტატიებს აჩვენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ გააყალბეს, ჩემთვის და სხვებისთვის, ისე, რომ ყველა ახალი ამბავი ცუდი იყოს. მატყუარა CNN-ი წამყვანია. რესპუბლიკური/კონსერვატიული და სამართლიანი მედია იბლოკება. არალეგალურია? შედეგების 96% "ტრამპის ახალი ამბები"-სთვის მემარცხენე მედიიდანაა, ძალიან საშიშია. გუგლი და სხვები ახშობენ კონსერვატორების ხმებს და მალავენ კარგ ინფორმაციას და ახალ ამბებს. ისინი აკონტროლებენ რისი ნახვა შეგვიძლია და რისი არა. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ყურადღების მიქცევა სჭირდება!" დაწერა მან.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები