გაუპატიურება

შსს-მ გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის  მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა. ცხელ დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 27 აგვისტოს ზუგდიდის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-თან,  მისსავე  დროებით საცხოვრებელ ბინაში,  სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები