გურამ კაშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გურამ კაშიას: ჩვენ შენთან ვართ მუდამ

Giorgi Merebashvili/fb.com

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი გურამ კაშიას მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

"პატივისცემა კაშოს მიმართ. ჩვენ შენთან ვართ მუდამ" - წერს მერებაშვილი.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ 24 აგვისტოს ფეისბუქის გვერდი წაშალა და ინსტაგრამის პროფილი დახურა. მიზეზი ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიაა. გუშინ კი, მან ინსტაგრამის სთორიში დაწერა, რომ არ ნანობს ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას და სანამ თუნდაც ერთი გულშემატკივარი ეყოლება, საქართველოს ნაკრებში გამოცხადდება.

ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა. UEFA კაშიას 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დღეს დააჯილდოვებს. 

კომენტარები