დონალდ ტრამპი

ტრამპი: ინტერნეტ კომპანიებს ურჩევნიათ ფრთხილად იყვნენ, ათასობით საჩივარია შემოსული

დონალდ ტრამპი
CNN Money

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Google, Twitter და Facebook გააფრთხილა არ იყვნენ მიკერძოებულები.

მას შემდეგ, რაც საკუთარ Twitter-ზე Google-ის საძიებო სისტემა მიკერძოებაში დაადანაშაულა, ტრამპმა თქვა, რომ ეს კომპანიები ფრთხილად უნდა იყვნენ.

"ურჩევნიათ ფრთხილად იყვნენ, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ უფლება ასე მოექცნენ ხალხს... ჩვენ ათასობით საჩივრის წერილი მოგვდის." თქვა ტრამპმა თეთრ სხლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამერიკული მედიის მიხედვით თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამ კუთხით რეგულაციების შესაძლებლობას იკვლევს.

Google-ში ტრამპის ბრალდებებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ საძიებო სისტემა პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურება და რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართ მიკერძოებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ Google-ის საძიებო სისტემა განზრახ ბლოკავს მის შესახებ კარგ ინფორმაციას და მხოლოდ ნეგატიურ ამბებს აჩვენებს:

"გუგლის ძებნის შედეგები "ტრამპის ახალი ამბები"-სთვის მხოლოდ ყალბი მედიის სტატიებს აჩვენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ გააყალბეს, ჩემთვის და სხვებისთვის, ისე, რომ ყველა ახალი ამბავი ცუდი იყოს. მატყუარა CNN-ი წამყვანია. რესპუბლიკური/კონსერვატიული და სამართლიანი მედია იბლოკება. არალეგალურია? შედეგების 96% "ტრამპის ახალი ამბები"-სთვის მემარცხენე მედიიდანაა, ძალიან საშიშია. გუგლი და სხვები ახშობენ კონსერვატორების ხმებს და მალავენ კარგ ინფორმაციას და ახალ ამბებს. ისინი აკონტროლებენ რისი ნახვა შეგვიძლია და რისი არა. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ყურადღების მიქცევა სჭირდება!" დაწერა მან.

 

კომენტარები