გურამ კაშია

"ფეხბურთი ეკუთვნის ყველას!" - ლევან კობიაშვილის მხარდაჭერა გურამ კაშიას

ლევან კობიაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას მხარდამჭერს პოსტს აქვეყნებს. 

"ფეხბურთი ეკუთვნის ყველას!" - წერს კობიაშვილი.

 

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა 24 აგვისტოს ფეისბუქის გვერდი წაშალა და ინსტაგრამის პრიფილი დახურა. მიზეზი ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიაა. 

გუშინ კი მან ინსტაგრამის სთორიში დაწერა, რომ ის არ ნანობს ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას და რომ თუ თუნდაც ერთი გულშემატკივარი ეყოლება, საქართველოს ნაკრებში გამოცხადდება.

გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ. #გურამშენთანვართ.

ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა. 

UEFA კაშიას 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დღეს დააჯილდოვებს. 

კომენტარები