იუვენტუსი

კრიშტიანო რონალდოს შვილი "იუვენტუსის" აკადემიაში მიიღეს

bleacherreport.com

კრიშტიანო რონალდოს უფროსმა შვილმა, კრიშტიანო რონალდო ჯუნიორმა ტურინის "იუვენტუსის" 9-წლამდელთა გუნდში ვარჯიში დაიწყო.

8 წლის რონალდო უმცროსი ტურინული გრანდის აკადემიაში პირველ ვარჯიშზე კრიშტიანოს მეგობარმა ქალმა, ჯეორჯინა როდრიგესმა მიიყვანა. 

მანამდე რონალდუ ამბობდა, რომ ბედნიერი იქნებოდა თუ მისი შვილი ფეხბურთელი გახდებოდა. 

პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ „იუვენტუსში“ „რეალიდან“ გადავიდა და მიმდინარე სეზონში 2 შეხვედრა უკვე ჩაატარა. „იუვენტუსმა“ ის 117 მილიონ ევროდ შეიძინა.

კომენტარები