რუსთავი 2

რუსთავი 2-ის მფლობელ კომპანია ტვ საქართველოში 50%-იანი წილი ნიკოლოზ ნაყოფიამ შეიძინა

რუსთავი 2

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის "ტვ საქართველოს" 50%-იანი წილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება 2018 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა.

წილების გასხვისებამდე "ტელეკომპანია საქართველოს" 60% და 40%-ს ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ფლობდნენ. ცვლილების შედეგად, მათი წილი 25%, 25%-მდე შემცირდა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ამ დროისთვის რუსთავის 2-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, საკონტროლო პაკეტის - 51%-ის წილის მფლობელი კი შპს ტელეკომპანია საქართველოა.

რუსთავი 2-ის წილები ამ დრომდე დაყადაღებულია. მას ყადაღა თამაზ ურთმელიძის განჩინებით, 2015 წლის აგვისტოში დაედო. დაყადაღებული იყო "ტვ საქართველოც", თუმცა 2016 წლის 20 მაისს სააპელაციო სასამართლომ ყადაღა გააუქმა, რის შედეგადაც მისი წილების გასხვისება ნებადართული გახდა.

 

კომენტარები