ჰომოფობია

ჰომოფობიური ბულინგის გამო, აშშ-ში 9 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

აშშ-ში დენვერში 9 წლის ბიჭმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც სკოლაში ჰომოფობიური ბულინგის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ BBC წერს

ბიჭის დედა, ლეა პირსი ამბობს, რომ ბიჭმა ზაფხულში უთხრა რომ გეია და გეგმავდა კლასელებისთვისაც ეთქვა. 

პირსი ფიქრობს, რომ შვილმა თავისი ორიენტაციის შესახებ სკოლაში ერთ ადამიანს უთხრა და შემდეგ კი ეს ინფორმაცია გავრცელდა. 

"ჩემმა შვილმა თავის დას უთხრა, რომ სკოლაში ურჩიეს თავი მოეკლა",- ამბობს პირსი.

ქალი ბიჭუნას სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებს და ამბობს, რომ შვილის განცდებისთვის ყურადღება უნდა მიექცია და "მის თვალებში ტკივილი უნდა დაენახა". 

დენვერის საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ სკოლა მოსწავლეებს კრიზისული სიტუაციებისთვის  კონსულტანტებს სთავაზობს და ეს სერვისი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია. 

პოლიცია ბიჭის სიკვდილს სუიციდის მუხლით იძიებს. მისი ცხედარი სახლში იპოვეს.

კომენტარები