ჯონ მაკკეინის გარდაცვალება

NATO ახალი შტაბ-ბინისათვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებას განიხილავს

Huffington Post

ამერიკული მედიის მიხედვით NATO-ს ახალი შტაბ-ბინისათვის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭება განიხილება.

გავრცელებული ცნობით მსგავსი წინადადებით NATO-ს დიდი ბრიტანეთის პარლამენტისა და კონსერვატიული პარტიის წევრმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ტომ ტაგენდჰეტმა მიმართა.

"მისი კარიერისა და იმ ღირებულებებისათვის, რომელიც სენატორ მაკკეინს გააჩნდა, უფრო შესფერისი პატივისცემა შეუძლებელია და ამასთანავე ვერაფერი იქნება უკეთესი გზავნილი NATO-ს მხრიდან გლობალური დაძაბულობის ჟამს - ვიდრე მისი ახალი შტაბ-ბინისათვის ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწის სახელის მინიჭება. ცოტა ადამიანი წარმოადგენს NATO-ს ფასეულობებს ისე, როგორც სენატორი ჯონ მაკკეინი წარმოადგენდა." ნათქვამია წერილში.

ალიანსის სპიკერის განცხადებით შემოთავაზებას გულდასმით განიხილავენ.

სენატორი მაკკეინი NATO-ს საქმიანობის და მისი გაფართოების მხარდამჭერი იყო.

NATO-ს ახალი შტაბ-ბინა ბრიუსელში მდებარობს და მისი აშენება მილიარდ აშშ დოლარამდე დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ არიზონას შტატის რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ მაკკენინი 26 აგვისტოს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2017 წლის შემდგომ თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმას - გლიობლასტომას ებრძოდა.

მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მაკკეინი ბოლო დრომდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და მუდმივად აკრიტიკებდა დოლანდ ტრამპის პოლიტიკას. 

მაკკეინი საქართველოს მეგობარი იყო. ის მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო საზოგადოებაში და ამასთან რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

სენატორ ჯონ მაკკეინს საქართველოს გმირის წოდება 2010 წლის 11 იანვარს, მის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოსთვის გამოჩენილი თანადგომისთვის მიანიჭეს.

კომენტარები