გურამ კაშია

გურამ კაშია: თითოეულის მოწერილს ვკითხულობ, ვამაყობ!

Paul Meima

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია საკუთარ Instagram-ზე მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს მადლობას უხდის.


ფოტო: Instagram


ფოტო: Instagram

ჰომოფობიურად​​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა. LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა .

კომენტარები