ნადირობა

ბოლო 12 დღეში, უკანონო ნადირობის 112 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 112 ფაქტი გამოავლინეს.

"დეპარტამენტის თანამშრომლებმა 18 აგვისტოდან დღემდე ამოღებულია 89 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეები გადამფრენ ფრინველებს იზიდავდნენ და შემდეგ მათზე ნადირობდნენ. ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან "მანოკი" არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება" - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და მოუწოდებს მონადირეებს, არ გამოიყენონ ნადირობისთვის აკრძალული იარაღები.

კომენტარები