ტყის ხანძარი

ხაშურში ტყის ხანძრის ჩასაქრობად დამატებითი ტექნიკა ჩაერთვება

ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზებას ახდენს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის ხანძრების სპეცტექნიკის გაზრდილი რაოდენობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი.

უწყების ცნობით, ვითარების გართულების შემთხვევაში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ვერტმფრენი. ამ დროისთვის, ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

კომენტარები