ნარკოდანაშაული

სასამართლომ ორ უცხოელს ნარკოდანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ორ უცხოელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

სასამართლომ ამით პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა. 

გამოძიების ცნობით, ირანის ორმა მოქალაქემ, ს.ა-მ და ს.ბ-მ საზღვარგარეთ ყოფნისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ ს.ა.-მ 79,0369 გრამი, ხოლო ს.ბ.-მ  91,2084 გრამი ჰეროინი უკანონოდ შეიძინეს, შემდეგ კი, 2018 წლის 27 აგვისტოს, თავიანთი სხეულით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს .

ისინი იმავე დღეს დააკავეს. 

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

კომენტარები