ერთიანი ეროვნული გამოცდები

მიმინოშვილი: წელს სტუდენტი 27 409 აბიტურიენტი გახდა

კვირის პალიტრა

წელს 27 409 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 70%-ია.

მისივე თქმით, სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი დააფინანსა, 1000-ზე მეტი - სრულად. 

“ათასზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1 500-მდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს და დაახლოებით, 4 000-ია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, დანარჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომლებიც იმ სახელმწიფო ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან, სადაც სწავლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

“პროცენტულად ოდნავ მოიმატა სტუდენტების რაოდენობამ. 69.7%-ია წელს, წინა წელს იყო 68.32% იყო. თუმცა, შარშან 28 132 ახალგაზრდა გახდა სტუდენტი. ასე რომ, პროცენტულად ოდნავ მოიმატა, რაოდენობრივად – ოდნავ დაიკლო”, - თქვა მაია მიმინოშვილმა.

უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების რაოდენობა, რომლებზეც არც ერთი სტუდენტი ჩაირიცხა, 15 000-ს აღწევს.

კომენტარები