ემანუელ მაკრონი

მაკრონი: თურქეთთან და რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ევროკავშირის ინტერესებშია

Reuters

ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ევროკავშირს თურქეთთან თავდაცვის სფეროში სტრატეგიული ურთიერთობა, ხოლო რუსეთთან უერთიერთობების მოდერნიზაცია ესაჭიროება.

"როგორც თურქეთთან, ისე რუსეთთან სტაბილურობის მომტანი ურთიერთობა, ევროკავშირის ინტერესებშია და ხანგრძლივ პერიოდში მეტ ძალას და თანმიმდევრულობას შეიძენს.

"ჩემი აზრით კიბერ-უსაფრთხოების, თავდაცვის და სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებში ჩვენ უნდა შევქმნათ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ახალი ურთიერთობების ჩარჩო, რომელიც თავსებადი იქნება ევროკავშირის მიზნებთან. მთელი რეგიონის სტაბილურობა ჩვენს ინტერესებშია." თქვა მან.

 

კომენტარები