რეკლამა

® ლალი ზურაბიშვილი - ყველაზე იღბლიანი ადამიანი საქართველოში

857 007 ლარის - საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტის მფლობელი სწორედ ლალი ზურაბიშვილი გახდა.

ტირაჟიანი "ლოტო 6/36"-ის პირველი ჯეკპოტის მფლობელი თბილისელი, 69 წლის პენსიონერი ლალი ზურაბიშვილი აღმოჩნდა. ის ლატარიას სისტემატურად თამაშობს. მან 28 აგვისტოს "ლოტო 6/36"-ის ბილეთი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურში შეიძინა, ციფრები შემოხაზა და 47-ე გათამაშებას დაელოდა.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ცნობით, თავდაპირველად, ლალი ზურაბიშვილს მოგებული თანხა გაცილებით ნაკლები ეგონა, თუმცა მას შემდეგ რაც, კომპანიის წარმომადგენლებმა ჯეკპოტის მოგება მოულოდნელად მიულოცეს, მის სიხარულსა და ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა.

"თავი სიზმარში მგონია, ლატარიას სისტემატურად ვთამაშობ, თუმცა აქამდე არასდროს არაფერი მომიგია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც ეხლა ვგრძნობ და ყველას მსგავსი ბედნიერების განცდას ვუსურვებ, უღრმესი მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას, ამ წარმოუდგენელი სიხარულის მონიჭებისთვის". - ეს ლალი ზურაბიშვილის პირველი სიტყვებია, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ 857 007 ლარის მფლობელი გახდა.

საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტის გამარჯვებული თავის კუთვნილ თანხას უახლოეს მომავალში საზეიმო ვითარებაში მიიღებს.

კომენტარები