ნიუ იორკში VICTORIA'S SECRET-ის შოუსთვის კასტინგი დაიწყო. მასში მონაწილეობას ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილიც იღებს.
ნაცვლიშვილმა VICTORIA'S SECRET-ის კასტინგზე გასულ წელს ფინალურ ეტაპამდე მიაღწია, თუმცა საბოლოოდ შოუსთვის არ შეარჩიეს.
აირჩევენ თუ არა თაკოს წლევანდელი შოუსთვის, საბოლოოდ დაახლოებით 5-6 სექტემბერს გაირკვევა.
VICTORIA'S SECRET-ის შოუ ყოველი წლის დეკემბერში, სხვადასხვა ქალაქში ტარდება. სად გაიმართება 2018 წლის ღონისძიება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.