რობერტა მაკკეინი

ჯონ მაკკეინის დედას 93 წლის ასაკში მანქანა არ მიაქირავეს და Peugeot იყიდა

0 კომენტარი
ფოტო: Paul Sancya/AP

სენატორ ჯონ მაკკეინის დედას 93 წლის ასაკში, საფრანგეთში მოგზაურობისას მისი ასაკის გამო, მანქანა არ მიაქირავეს, რის შემდეგაც მან Peugeot-ს მარკის ავტომობილი იყიდა.

რობერტა მაკკეინმა ევროპაში მოგზაურობის დროს შეძენილი Peugeot გემით შტატებში გააგზავნა, ხოლო მისი დაბრუნების შემდეგ კი ის ძმისშვილს გადასცა საჩუქრად.

როგორც ჩანს, სენატორის დედას მოგზაურობა ძალიან უყვარს, რადგან ის მის უმცროს ტყუპ დებთან ერთად ხშირად მოგზაურობდა.

შეგახსენებთ, რომ არიზონას შტატის სენატორი, ჯონ მაკკენინი 81 წლის ასაკში 26 აგვისტოს გარდაიცვალა. ის 2017 წლის შემდგომ თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმას - გლიობლასტომას ებრძოდა. 

სენატორის დედა რობერტა მაკკეინი 7 თებერვალს 106 წლის გახდა. ვებგვერდ People-თან მაკკეინების ოჯახის ახლობელი ყვება, რომ რობერტა მაკკეინი შვილის გარდაცვალებას გლოვობს და რომ ის მისი შვილის მემკვიდრეობით ამაყია. "ყველა დედისთვის მძიმეა შვილის დაკრძალვა"- ამბობს მაკკეინების ოჯახის ახლობელი. 

რობერტა მაკკეინი 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას, მაშინ ის 98 წლის იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები